II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე აირჩევა 5 წლის ვადით.
ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორის თანამდებობა ერთი და იმავე პირმა ზედიზედ შესაძლებელია დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (ფორმა გამოქვეყნდება შესაბამისი ინსტიტუტის ვებგვერდზე)
ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამოქმედო გეგმა;
ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;
თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის/ცენტრის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა ინსტიტუტის/ცენტრის სამეცნიერო საბჭოში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის/ცენტრის ვებ-გვერდებზე;
ინსტიტუტის/ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე, (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული გასაუბრების შედეგები.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.