II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
 
      ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი შეიქმნა 1953 წელს თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური (გეოფიზიკური) ობ­სერ­ვატორიის (1844 წ.) ბაზაზე.   
      საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინე­ტის 1992 წ. 10 მარტის # 293 დადგენილების საფუძ­ველზე 1992-2005 წლებში ინსტიტუტი იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადემიის სისტემაში.
      საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N#58 დად­გე­­ნილებით ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებუ­ლე­ბათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შე­სახებ“ ინსტი­ტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
      საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის # 210 დადგენილებით ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი რეორ­გა­ნიზებული იქნა სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად როგორც დამოუკიდებელი სანეც­ნი­ე­რო-კვლევითი ინსტიტუტი.
      ინსტიტუტი ახორციელებს ფუნ­და­მენტური და გამოყე­ნე­ბი­თი ხასიათის გამოკვლევებს მეტეო­როლოგიის (ატმოსფეროს ფიზიკის), აგრომეტეოროლოგიის, ჰიდ­რო­ლოგიის (ჰიდრო­სფეროს ფიზიკის), კლიმატისა და მისი ცვლილების, ბუნებრივი გარემოს გაჭუჭ­ყი­ა­ნების, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და რესურსების შესწავლას, ატმოს­ფე­რული პროცესების რეგულირებას, საშიში ჰიდრომეტეო­რო­ლოგიური მოვლენების კვლევასა და მათთან ბრძოლის მეთოდების დამუშავებას.

ჩვენი კრებული ციფრულ ბიბლიოთეკებში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

· ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული)

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები