II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ©2017. ყველა უფლება დაცულია
 
ქარის ენერგეტიკული რესურსები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
სამუკაშვილი რ., დიასამიძე ც.
საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო samukashvili@gmail.com <mailto:samukashvili@gmail.com>, tsitsidiasamidze@gmail.com <mailto:tsitsidiasamidze@gmail.com> 
უაკ 551.583
ქარის ენერგეტიკული რესურსები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში/სამუკაშვილი რ., დიასამიძე ც./ სტუ-ის ჰმი-ის შრომათა კრებული-201.-.133.-გვ.69-73.-ქართ., რეზ. ქართ., ინგლ.
გამოკვლეულია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ქარის ენერგეტიკული მახასიათებლები: აქტიური და არააქტიული სიჩქარეების ხანგრძლივობა და განმეორადობა. ჩატარებულია რეგიონის დარაიონება ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით. დადგენილია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონისათვის დამახასიათებელია ქარის ენერგორესურსების უზრუნველყოფის ფართო დიაპაზონი. აქ არსებობს პირობები, რომლებიც რენტაბელურია არა მარტო ნელმავალი ქარის დანადგარების ნორმალური მუშაობისათვის, არამედ ნებისმიერი ტიპის ქარის ენერგოდანადგარების ეფექტური გამოყენებისათვისაც.

UDK 551 583
Wind energy resources in Mtskheta-Mtianeti region/Samukashvili R., Diasamidze Ts./ Transactions IHM, GTU. -201. -vol.133. -pp.69-73.- Georg., Summ. Georg., Eng.
Wind energy characteristics of Mtskheta-Mtianeti region are investigated: duration and repetition of active and inactive speeds. Regionalization of the region in terms of energy resources has been carried out. It is determined that the Mtskheta-Mtianeti region is characterized by a wide range of wind energy resources.
Here there are conditions that are profitable not only for the normal operation of low-speed wind turbines, but also for the efficient use of any type of wind power plant.