საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის
სამეცნიერო რეფერირებადი შრომები

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური
პრობ­ლემები
ISSN 1512 – 0902
doi.org/10.36073/1512-0902
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო რეფერირებადი შრომა­თა კრებულიჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემებიარის პერიოდული გამოცემა და გამოდის წელიწადში 2 ჯერ.

ავტორის/ავტორთა მიერ სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს მთავარი რედაქტო­რის სახელზე ქართულ, ინგლისურ ან რუსულ  ენებზე. სტატიას უნდა ახლდეს ორი რეცენზია.

სტატია უნდა იყოს განთავსებული შაბლონში და გაფორმდეს მოყვა­ნი­ლი მაგალი­თე­ბის მიხედვით.
ქართული რეზიუმე და საკვანძო სიტყვები უნდა განთავსდეს სტატიის დასაწყისში, ინგლისური და რუსული რეზიუმეები საკვანძო სიტყვებთან ერთად – სტატიის ბო­ლოს. საკვანძო სიტყვები სამივე ენაზე დალაგებული უნდა იყოს ანბანის მიხედ­ვით. რეზიუმე შედგენილი უნდა იყოს 100 – 150 სიტყვისაგან; უნდა ასახავდეს სტა­ტიის ძირითად შინაარსსა და კვლევის შედეგებს (არ უნდა შეიცავდეს ზოგად სიტყვებსა და ფრაზებს); უცხო ენებზე თარგმანი უნდა იყოს ხარისხიანი და ეყრდ­ნო­ბოდეს სპეციალურ დარგობრივ ტერმინოლოგიებს.

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების მონაცემთა ბაზების რეკომენდაციით და­მოწმებული ლიტერატურის რაოდენობა სასურველია იყოს ათი და მეტი. ლიტე­რა­ტურა ტექსტში უნდა დალაგდეს ციტირების თანამიმდევრობის მიხედვით და აღი­ნიშნოს რიცხვით კვადრატულ ფრჩხილებში, ხოლო ლიტერატურის სია უნდა ითარ­გმნოს ინგლისურად და დაერთოს სტატიის ბოლოს; თან მიეთითოს რომელ ენაზე იყო გამოქვეყნებული აღნიშნული ლიტერატურა.
სურათები (ფოტოები) და ცხრილები წარწერებიანად უნდა განთავსდეს ტექსტში. მათი კომპიუტერული ვარიანტი უნდა შესრულდეს ნებისმიერი გრაფიკული ფორ­მატით.

რედაქტირებული და კორექტირებული მასალის გამოქვეყნებაზე თანხმობა ავტორ­მა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით (რედაქტირებული ვერსია ან სარედაქციო კოლეგიის მიერ დაწუნებული სტატია ავტორს არ უბრუნდება).

კრებულის ელექტრონული ვერსია განთავსდება კრებულის ვებ-გვერდზე, პარლა­მენ­ტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბიბლიოთეკაივერიელშიდა ეროვნული სამეც­ნიე­რო ბიბლიოთეკის საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ციფ­რული არქივი და მიენიჭება d-space-ის იდენტიფიკატორი.

საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.