მყინვარი ჩრდილოეთ ლიადეშტი
    განვიხილოთ ენგურის აუზის დიდი მყინვარის  ჩრდილოეთ ლიადეშტის მყინვარის უკან­და­ხე­ვა თდზ-ის გამოყენებით. ჩავატაროთ მიღებული კონტურის შედარება ტოპოგრაფიულ რუკაზე ასახულ მყინვარის კონტურთან. მივიღეთ, რომ მყინვარების ფართობი თდზ-ის  მიხედვით არის 3.4 კმ2, ხოლო კატალოგი იგივე მნიშვნელობას იძლევა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კატალოგში უზუსტობაა. ტოპოგრაფიული რუკით  შესწორებამ დაადგინა, რომ მისი ფართობი იყო 4.3 კმ2.
    ჩრდილოეთ ლიადეშტის მყინვარის უკანდახევის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მყინ­ვა­რის უკანდახევა აღწერილია პარაბოლის მრუდით:
                                                                   Y = 0.1321 x2+7.148 x-12
ჩრდილოეთ ლიადეშტის მყინვარის : ა − უკანდახევის სქემატური გამოსახულება, ნაჩვენები SPOT 6 თანამგზავრიდან 2020 წლის 29 სექტემბრის სურათის ფონზე; ბ − უკანდახევის გრაფიკი
მყინვარი ქვიში
    ქვიშის მყინვარი ენგურის მყინვარული აუზის შემდეგი დიდი მყინვარია, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რომლის შესწავლაც აუცილებელია. ანალოგიურად, როგორც წინა შემთხვევებში, განვიხილოთ მისი უკანდახევა და მივიღებთ, რომ მყინვარის უკანდახევა აღიწერება პარაბოლის მრუდით
                                                              Y = 0.5138 x2+3.2826 x 
ქვიში მყინვარის: ა − მყინვარის უკანდახევის სქემატური სურათი; ბ − უკანდახევის გრაფიკი

მყინვარი ადიში
ადიშის მყინვარის: ა − მყინვარის უკანდახევის სქემატური სურათი 2022 წლის 25  აგვისტოს Landsat 8 OLI TIRS თანამგზავრული სურათის ფონზე; ბ − უკანდახევის გრაფიკი
მყინვარი შხარა
    მყინვარ შხარას უკანდახევის კონტურების განსაზღვრისათვის გამოყენებულია  თანამგზავრ Landsat-ის სხვადასხვა სენსორის მონაცემები ნახაზზე მითითებული დროის მომენტებისათვის.
    სურათზე  ნაჩვენებია მყინვარ შხარას უკანდახევის სქემატური სურათი 2022 წლის 18 სექტემბრის Landsat 9 OLI TIRS სენსორის სურათის ფონზე. დამატებით ამავე სურათზე მწვანე ქინძისთავებით ნაჩვენებია საველე ექსპედიციების საფუძველზე განსაზღვრული მყინვარის მდებარეობები.
    თდზ
-ის გამოყენებით დროის სხვადასხვა მომენტში დადგენილია მყინვარის მდებარეობა, რომლებიც ნაჩვენებია უკანდახევის სქემატურ სურათზე მოყვანილი სხვადასხვა განსხვავებული ფერის კონტურით. კონტურები გავლებულია მანუალური დიგიტალიზაციის გამოყენებით. კონტურების გადამკვეთი თეთრი ფერის ტეხილი ხაზის საშუალებით გამოთვლილია მყინვარ შხარას უკანდახევის სიგრძის რიცხობრივი მნიშვნელობები. როგორც სურათზეა მითითებული მყინვარ შხარას საწყისი მდგომარეობა შეესაბამება 1986 წელს.
           ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მყინვარ შხარას არაწრფივი უკანდახევა მაღალი სიზუსტით აღიწერება მეორე რიგის პოლინომის საფუძველზე, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს პარაბოლას. ასევე დიდი სიზუსტით პარაბოლის მრუდით აღიწერება შედეგების ხარისხის შეფასებისა და  კონტროლისათვის გამოყენებული საველე ექსპედიციის  მონაცემების მიხედვით აგებული მყინვარ შხარას უკანდახევის გრაფიკი. თდზ და საველე მონაცემების ანალიტიკური სახეების შედარებიდან ჩანს,  მყინვარ შხარას თდზ-ისა და საველე დაკვირვებების მიწისპირა მონაცემები ერთმანეთთან კარგ თანხვედრაშია.
მყინვარ შხარას: ა − უკანდახევის სქემატური სურათი 2022 წლის 18 სექტემბრის Landsat 9 OLI TIRS სენსორის სურათის ფონზე. მწვანე ქინძისთავებით ნაჩვენებია საველე ექსპედიციების საფუძველზე მიღებული შედეგები; ბ − თდზ-ის და საველე დაკვირვების მიწისპირა მონაცემების შედარების გრაფიკები
    მყინვარ შხარას  უკანდახევა თანამგზავრული დისტანციური ზონდირების საფუძველზე განხილულ პერიოდში მოიცემა განტოლებით:
Y = 0.1868x2 + 4.0426x – 5.4252                                                                                        
ხოლო საველე მიწისპირა დაკვირვების  გამოყენებით შესაბამისი პერიოდისათვის მოიცემა განტოლებით:
       Y = 0.13x2 + 5.0426x - 5.4252  
            აგებული გრაფიკებისა და მიღებული ანალიტიკური განტოლებების შედარება ერთმანეთთან  გვიჩვენებს, რომ ისინი ერთმანეთთან კარგ თანხვედრაშია, რაც ადასტურებს თდზ
-ის მონაცემების გამოყენების რელევანტურობას.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.