მყინვარი გერგეტი
მყინვარი გერგეტი: ა −უკანდახევის სქემატური გამოსახულება 2022 წლის 3 სექტემ­ბრის Landsat 8 OLI TIRS სენსორის გამოსახულების ფონზე. მწვანე ქინძისთავებით ნაჩვე­ნებია საველე ექსპედიციების საფუძველზე მიღებული შედეგები; ბ − თდზ-ის და საველე დაკვირვების მიწისპირა მონაცემების შედარების გრაფიკები
აღმოსავლეთ სუათისი
აღმოსავლეთ სუათისის მყინვარის უკან დახევა ზემოთ აღწერილ პარაბოლურ ნიმუშს მიჰყვე­ბა, რომელიც წარმოდგენილია შემდეგნაირად:

                                                       Y=0.0874x2+15.354x-9.6214

საქართველოს დიდი მყინვარების უკან დახევის ნიმუშები რეგიონულ განსხვავებებს ავლენს. ენგურის აუზის მყინვარები, როგორიცაა ჩრდილოეთ ლიადეშტი, ქვიში და ადიში, მათი უკანდა­ხევა  2000-იანი წლების დასაწყისიდან მნიშვნელოვნად აჩქარებულნი არიან, რაც ემთხვევა მესტიის მეტეოროლოგიურ სადგურზე ზაფხულის ჰაერის ტემპერატურის 0.6°C-მდე ზრდას. ამის საპირის­პიროდ, თერგის აუზის მყინვარებმა, მათ შორის გერგეთმა და აღმოსავლეთ სუათისმა, კიდევ უფ­რო ძლიერი დათბობა განიცადეს (1.1°C-მდე სტეფანწმინდის სადგურზე), რამაც ხელი შეუწყო უკან დახევის დინამიკის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ზრდას.
ეს შედეგები ხაზს უსვამს ადგილობრივი კლიმატური პირობების, ტოპოგრაფიული პარამეტ­რებისა და მყინვარის მორფოლოგიის მნიშვნელობას დათბობაზე მყინვარის რეაქციის სიჩქარესა და მასშტაბზე გავლენის მოხდენას
.
აღმოსავლეთ სუათისის მყინვარის: ა − უკანდახევის სქემატური სურათი; ბ − უკანდახევის გრაფიკი.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.