საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის
სამეცნიერო რეფერირებადი შრომები

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური
პრობ­ლემები
ISSN 1512 – 0902
doi.org/10.36073/1512-0902
ნუგზარ ბუაჩიძე
მთ. რედაქტორი
ნუგზარ ბუაჩიძე - ქიმიურ მეცნიერებათა აკადე­მი­უ­რი დოქტორი (ანალიზური ქიმიის დარგში) არის სტუ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეც­ნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზი­რე­ბის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრო­მე­ლი. 2002-2007 წლებში ხელმძღვანელობდა სა­ქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს მონიტორინგისა და პრო­გ­ნოზირების ცენტრს. ნუგზარ ბუაჩიძე ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩართულია შოთა რუსთავე­ლის საქარ­თ­­­ველოს ეროვნული სამეცნიერო ფონ­დის მიერ დაფინანსებულ პროექტებში როგორც ხელმძღვანელი, ასევე როგორც მკვლევარი, გარდა ამისა მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში როგორც: ეროვნული ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში.
გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნა­შრო­მი და სტატია საერთაშო­რისო და ადგილობ­რივ სამეცნიერო ჟურნალებში. თანავტორია  მონო­გრაფი­ების:საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფა­სება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე“  დაქვემო ქართლის ეკოსისტემების დაბინძუ­რე­ბის კვლევა და მისი გავლენა სასურსათო პროდუქ­ტების უვნებლობაზე“. ნუგზარ ბუაჩიძე გახლავთ  ღირსების ორდენის კავალერი.
საჭირო ბმულები
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი © 2025. ყველაუფლება დაცულია.